პოლიტიკა

ოპოზიცია 21 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციებს აუქმებს

“ლელოს” ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხვალინდელი პროცესის სრულ იგნორირებას მოახდენენ, რაც ნიშნავს იმას, რომ არ იგეგმება არანაირი პროტესტი. მათ შორის გაუქმებულია ცოცხალი ჯაჭვიც და წერტილოვანი პროტესტებიც:

“ერთადერთი სწორი მიდგომა ოპოზიციის ერთობისგან, ეს არის სრული იგნორი, ანუ ის, რაც ხვალ მოხდება, არის ფიქცია, ჩვენ არ გვინდა არანაირად შევიდეთ რაიმე ტიპის კოლიზიაში თვითონ ამომრჩეველთან, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები.

ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს მეორე ტური არის თავიდან ბოლომდე ფიქცია, იმისათვის რომ ივანიშვილმა “გაიპრავოს” 31-ში ჩადენილი ძალადობა და გაყალბება. ​ ამიტომ საზოგადოების ყველაზე სწორი რეაქცია, ისევე როგორც მთელი პოლიტიკური ოპოზიციის სპექტრის არის იგნორი,” – განაცხადა  გიგი უგულავამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close