პოლიტიკა

როგორ შეიძლება, როდესაც მეგობარი ქვეყანა ხარ შენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთო – კახა კალაძე

უკრაინას ბრალდებების პასუხად მტკიცებულებების წარმოდგენა მოვთხოვეთ და მათგან კი სიჩუმე მივიღეთ, – ამის შესახებ „იმედის კვირას“ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„ადამიანი, რომელიც ვიღაცის პრორუსულობაზე საუბრობს და ცრუ ბრალდებებს წარმოადგენს, პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა შეხედოს, ვინ არის. ჯერ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს საქართველოდან რუსეთი იარაღს იღებდა. აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს განცხადება. ჩვენც გავაკეთეთ განცხადება, რომ წარმოედგინათ მტკიცებულება. რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულებები. პასუხად მივიღეთ სიჩუმე. როგორ შეიძლება, როდესაც მეგობარი ქვეყანა ხარ შენი მეგობარი ქვეყნის მიმართ ასეთი უსამართლო და უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close