პოლიტიკა

როგორია კახა კალაძის თვალით დანახული მომავლის თბილისი

როგორს ხედავ კახა კალაძე მომავლის თბილისს – ამ კითხვას დედაქალაქის მერმა გადაცემაში „ნოესთან“ უპასუხა. მისი თქმით, ქალაქი კომფორტული უნდა იყოს ყველა თაობის წარმომადგენლისთვის.

„მომავლის თბილისი მინდა იყოს დედაქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანს ეცხოვრება კომფორტულად: ბავშვს, ახალგაზრდას, მოხუცებულს. ყველასთვის უნდა იყოს კომფორტული. ქალაქი, სადაც გამართულია ინფრასტრუქტურა, სადაც არის ეკოლოგიურად სუფთა, ძალიან ბევრი რეკრეაციული სივრცე, მწვანე ზონები, გამართული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. როდესაც ვსაუბრობ კომფორტზე, ეს ყველაფერს მოიცავს და ძალიან დიდი ჟინი და სურვილი მაქვს ასეთი ქალაქი შევქმნათ მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა კალაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close