პოლიტიკა

რეგვენია – ეკა ხერხეულიძე ირაკლი კობახიძის შესახებ

რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში? რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი 9500 პატიმარზე უარესი? ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი? - ხერხეულიძე

“არაფერი არ იცვლება. იცით, რომ წონა დაკარგული აქვს საავადმყოფოში შემოსვლის შემდეგაც, აქედან გამომდინარე, ველოდებით დედაც, მეც, ყველა გულშემატკივარი ექსპერტების ჩართულობას სასამართლო გადაწყვეტილება ის აღსრულებაზე. ახლა რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში? რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი 9500 პატიმარზე უარესი? ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმრები, რომლებიც სასჯელს იხდიან პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი? აი, რა ვუპასუხო ახლა ამას გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება აკადრებდეს ამას. არ ვიცი ახლა მის თავში რა ტრიალებს, რა ხდება ვერ გეტყვით, ფაქტია, რომ ეს არის სამარცხვინო და არა შეიძლება პარლამენტარი, მითუმეტეს, პირველი სპიკერი აკეთდებდეს ამას”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა:

“რადიკალური ოპოზიცია კვლავაც განაგრძობს  საუბარს იმაზე, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს.  იგივე გზავნილით ესაუბრებიან ისინი უცხოელ კოლეგებსაც. მათი მიზანი და გათვლა მარტივია –  ივნისის ბოლოს საქართველომ, მათი გათვლით უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, არ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რასაც, მათი გეგმის მიხედვით, მოჰყვება საზოგადოების მღელვარება, ,,ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტების მიერ ხელისუფლების გადატრიალება და ომში საქართველოს ჩართვა}. 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close