Sliderეკონომიკა

რა ღირს თბილისში კერძო სახლების 1 კვ.მ? – საქსტატის მონაცემები

2023 წლის პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 0.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 10.7%-ი  შეადგინა. მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2023 წლის 1-ელ კვარტალში კერძო სახლების ღირებულება (1კვ.მ) დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში შემდეგი იყო:

  • მთაწმინდა – 3 619 ლარი;
  • ვაკე – 3 405 ლარი;
  • საბურთალო – 2 944 ლარი;
  • დიდუბე – 2 717 ლარი;
  • ჩუღურეთი – 2 451 ლარი;
  • კრწანისი – 2 213 ლარი;
  • ისანი – 2 194 ლარი;
  • სამგორი – 2 002 ლარი;
  • ნაძალადევი – 1 958 ლარი;
  • გლდანი – 1 864 ლარი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close