Sliderეკონომიკა

რუსმა ტურისტებმა საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 266.4 მლნ დოლარი დახარჯეს

მონაცემები საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლების შესახებ

2023 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 102%- ით გაიზარდა 795.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს.

გასული წლის 1-ელ კვარტალში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 393.7 მლნ დოლარს, მაშინ, როცა 2021 წლის ამავე პერიოდში ეს მაჩვენებელი შეადგენდა 53.6 მლნ დოლარს. პანდემიურ 2020 წლის იანვარ-მარტში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 427.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2023 წლის 1-ელ კვარტალში ქვეყნების მიხედვით საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავლები ასეთია:

  • რუსეთი – 266.4 მლნ დოლარი;
  • დანარჩენი ქვეყნები – 135.2 მლნ დოლარი;
  • თურქეთი – 96.3 მლნ დოლარი;
  • ევროკავშირის ქვეყნები – 73.2 მლნ დოლარი;
  • ისრაელი – 60.8 მლნ დოლარი;
  • უკრაინა – 56.2 მლნ დოლარი;
  • სომხეთი – 29.7 მლნ დოლარი;
  • აზერბაიჯანი – 28.2 მლნ დოლარი;
  • ბელარუსი – 24.1 მლნ დოლარი;
  • ირანი – 19.7 მლნ დოლარი;
  • საუდის არაბეთი – 5.6 მლნ დოლარი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close