პოლიტიკა

რა ქნას ელენე ხოშტარიამ, უთხრას მამამისს, რომ რუსეთში დატოვოს ეს ქონება და პუტინის რეჟიმს მოხმარდეს? – გოცირიძე

ეს ხომ ელენე ხოშტარიას გამომუშავებული არ არის. ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა, რომელიც სამართლებრივად და მორალურად ერგება მთელს შთამომავლობას

რა ქნას ელენე ხოშტარიამ, უთხრას მამამისს, რომ რუსეთში დატოვოს ეს ქონება და პუტინის რეჟიმს მოხმარდეს?,- ამის შესახებ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

„ეს ხომ ელენე ხოშტარიას გამომუშავებული არ არის. ეს ხომ მისი მემკვიდრეობაა, რომელიც სამართლებრივად და მორალურად ერგება მთელს შთამომავლობას“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close