პოლიტიკა

ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ აღებული, რამდენიმე ათასი რუსული ფული დასაძრახი გახდა, გაკვირვებული ვარ – პაატა მანჯგალაძე

მე ვერ ვხედავ ვერანაირ დილემას მემკვიდრეობით მიღებულ თანხებთან დაკავშირებით

გაკვირვებული ვარ ხელისუფლებისგან, რამდენიმე ათასი რუსული ფული, ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ აღებული, დასაძრახი გახდა, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„გაკვირვებული ვარ ხელისუფლებისგან, რამდენიმე ათასი რუსული ფული, ელენე ხოშტარიას ოჯახის მიერ აღებული, დასაძრახი გახდა. მე ვერ ვხედავ ვერანაირ დილემას მემკვიდრეობით მიღებულ თანხებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ქრონიკამ“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ „დროას“ დამფუძნებლის ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან. ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close