Sliderსაზოგადოება

რა სჭირდება უნივერსიტეტს და რა სურს ხელისუფლებას? შესაბამისად, ეს არჩევნები რა სიკეთეს მოუტანს დედაუნივერსიტეტსა და რას – ხელისუფლებას? – თსუ-ის პროფესორი გიორგი გოგოლაშვილი

“რექტორი გადადგა! რატომ?
ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი გიორგი შარვაშიძე, გადადგა…
წინა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა…
სოციალურ მედიაში გამოქვეყნდა ბ-ნი რექტორის ვრცელი პოსტი, რომელშიც იგი მადლობას იხდის ამ საპატიო ჯილდოსათვის; საუბრობს მისი რექტორობის პერიოდში მიღწეულ წარმატებებზე და… აკეთებს განცხადებას თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე(!)…
ამას მოჰყვა ზღვა მილოცვებისა, თუმცა უმეტესი მილოცვა ორაზროვანი იყო: ვერ გაიგებდი, რას ულოცავენ – საპატიო ჯილდოს თუ თანამდებობიდან წასვლას…
პირადად მე ალოგიკური მეჩვენება ეს გადადგომა, მაგრამ არ გამკვირვებია… რატომ არ გამიკვირდა?
მოგახსენებთ:
ჩვენ გვახსოვს ასეთი „გადადგომები“ (ხელისუფლების ინტერესებით ნაკარნახევი…):
2004 წ. – „გადადგა“ ბატონი როინ მეტრეველი და… ვიცით რატომაც…
2006 წ. – „გადადგა“ ქ-ნი რუსუდან ლრთქიფანიძე – ადგილი გაათავისუფლებინეს მომდევნოსათვის…
2010 წ. – „გადადგა“ გ. ხუბუა („ბ-ნი“ არ გამომრჩენია…) – ამჯერადაც ადგილი გაუთავისუფლეს მომდევნოს…
2013 წ. – გადადგომას ჰგავდა ა. კვიტაშვილის წასვლა რექტორობიდან… მაგრამ „ვიღაცისთვის“ მოულოდნელად რექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ჩატარდა ობიექტურად, გაიმარჯვა ბ-მა ლადო პაპავამ და…
2016 წ. – სარექტორო ვადის გასვლამდე „გადადგა“ ბ-ნი ლადო პაპავა…
2022 წ. – რექტორი აკეთებს განცხადებას გადადგომის თაობაზე… რა ხდება ამჯერად? პარლამენტის მსგავსად ხომ არ შევქმნათ „მოძრაობა – ყველაფერი იცოდეს ხალხმა“?..
არადა, ყოველთვის დედაუნივერსიტეტის რექტორი იყო ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მოღვაწე; ეს თანამდებობა ყველა სხვა თანამდებობაზე პრესტიჟული იყო იმთავითვე… (სამწუხაროდ, XXI საუკუნეში ეს ტრადიცია ვერ შევინარჩუნეთ…)
ერთ-ერთ ჩემს ადრეულ პუბლიკაციაში ვსაუბრობდი დედაუნივერსიტეტის რექტორების ორ რიგზე (გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 13 აგვისტო, 2013 წ.):
პირველი რიგი – მელიქიშვილ-ჯავახიშვილისა და მეორე რიგი – ღლონტი-ტოროშელიძისა… ამ „კლასიფიკაციით“ საინტერესო სურათი დაიხატა… (XXI საუკუნის ვითარება დასალაგებელია…)
ველოდებით ახალ არჩევნებს… რომელი რიგი გაგრძელდება?
რა სჭირდება უნივერსიტეტს და რა სურს ხელისუფლებას? შესაბამისად, ეს არჩევნები რა სიკეთეს მოუტანს დედაუნივერსიტეტსა და რას – ხელისუფლებას? წესით ეს ორი ინტერესი ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს (დიახ, წესით!..)… რა მოხდება ამჯერად? დაემთხვევა თუ არა ერთმანეთს უნივერსიტეტისა და ხელისუფლების ინტერესები?
ღმერთმა ინებოს!
დაველოდოთ…
გიორგი გოგოლაშვილი, პროფესორი,
თსუ რექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი
09. 10. 2022 წ.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close