სამართალი

„რა თქმა უნდა სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს“ – ნინო ქადაგიძე

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრაში ბრალდებულის, ბუსა ჟვანიას დედის, ნინო ქადაგიძის განცხადებით, მისი შვილი სასჯელს იმსახურებს, თუმცა არა იმას, რაც წარედგინა.

ჟვანია იმედოვნებს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება.

„მინდა, ოჯახს ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ ჩემთვის ეს ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი, როგორიც არის მათთვის. ვისურვებდი, რომ მე დამმართნოდა ეს. ჩვენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ გავურბივართ. ჯერ მიმდინარეობს გამოძიება. ახლა ნელ-ნელა ხდება ჩვენებების წაკითხვა. იმედი მაქვს, რომ ობიექტური იქნება გამოძიება. ის, რომ ბრალი დაუმძიმდა, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. რა თქმა უნდა სასჯელს იმსახურებს, თუმცა არ მგონია, რომ ასეთს“, – განაცხადა ნინო ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

მომხდარ ფაქტზე ბუსა ჟვანიას ოფიციალურად წარუდგინეს. მას ბრალი პროკურატურამ ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close