პოლიტიკა

რა თქვა, კაცო, პრემიერმა არასწორი?! – ზარქუა

„მიუხედავად იმ რეკომენდაციებისა, რაც ევროკომისიამ გვთხოვა და გვითხრა, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს, ჩვენ ვნახეთ როგორ ესმით ეს. პირველივე პუნქტი დღეს დაარღვიეს. ქალბატონო ხატია, ტყუილად ცდილობთ რამდენიმე დღის წინ გამართული აქცია მიითვისოთ, იქ „ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობაში იყო და ამის დემონსტრირება იყო, როდესაც პლაკატიც არ აგატანინეს მოედანზე და მიკროფონიც კი არ მოგცეს. ერთი საათი ვერ მოგისმენიათ ვერ აგიტანიათ სიმართლე და ემუქრებით პრემიერს, მთავრობას, რომ ჩამოგაგდებთ, დაგამთავრებთო. ამიტომ კიდევ ერთხელ ცხადად უნდა ითქვას – 24 ივნისი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ „მცდელობა 2“, რომ რევოლუციაში გადაიყვანონ პროცესი – არ გამოგივათ, გამორიცხულია, რადგან მხარდამჭერებიც არ გყავთ და ამის დემონსტრირება იყო ის, რომ პლაკატიც ვერ აიტანეთ და იქიდან ჩამოგაბუნძულეს.

რა თქვა, კაცო, პრემიერმა არასწორი?! სტრატეგიული ობიექტები: „ხრამ 1“, „ხრამ 2“, თბოელექტრო სადგური, „თელასი“, „ჯივიპი“ არ გადაეცით რუსებს? „ვნესტორ ბანკი“, „ბილაინი“ არ შემოიყვანეთ თქვენ? ომის შემდეგ უვიზო მიმოსვლა ცალმხრივად არ დაუწესეთ რუსეთს? კაცო არ გახსოვთ ეს მართლა?! „დაგუგლეთ“, ბატონო რომან.

არ გაქვთ მხარდაჭერა და ცდილობთ რევოლუციური გზებით გადაკეტოთ გზები, იქნებ ახალგაზრდები აიყოლიოთ. ახალგაზრდებმა უარი გითხრათ და ბანერი ჩამოგიგდოთ – აი, ეს არის სწორი მიდგომა. ჩვენ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესო ვართ ერთნი ევროპის გზაზე და ამას ჩვენ მივაღწევთ, ეს იცოდეთ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close