პოლიტიკა

ამ კარებში ოლიგარქი ივანიშვილი რომ არის გაჩხერილი, რა ვუყოთ?! – ხერხეულიძე ღარიბაშვილს

საერთოდ, ტყუილის გუდა ხართ. ისეთი პრეზენტაცია გქონდათ, რომ უხერხულობისგან ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, მესამე კლასელი ბავშვის რიტორიკით საუბრობთ. თქვენ სამშობლოს ღალატი რა გგონიათ?! ღალატი არის ეროვნული ინტერესის არ და ვერ დაცვა.

„ახლა, როდესაც ჩვენ აქ ვსხედვართ, რამდენიმე საათში იწყება დებატები, მათ შორის საქართველოს საკითხთან დაკავშირებით და ამ საკითხზე არაფერი უთქვამს პრემიერს, როდესაც ტრიბუნასთან იდგა. საერთოდ არ უფიქრია იმ განსაცდელზე, რის წინაშეც შესაძლებელია აღმოჩნდეს ქვეყანა, რომელსაც დამსახურებულად ჰქონდა ლიდერის სტატუსი „ასოცირების ტრიოში“ და დღეს ყველაფერი დაკარგა, რადგან ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა.

როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი საუბრობს, რომ 308 დეპუტატი მოვაგროვეთ „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ დიდი ბოდიში, მაგრამ სამთავრობო ლოჟაში თქვენ რა გინდათ, ბატონო ირაკლი, თუ 308 დეპუტატს ვაგროვებთ ევროპარლამენტში და თქვენ ერთი დეპუტატი ვერ მოძებნეთ, რომელიც შეგეწეოდათ და თქვენს სიმართლეს გაიტანდა, რეზოლუციად აქცევდა?! საერთოდ, ტყუილის გუდა ხართ. ისეთი პრეზენტაცია გქონდათ, რომ უხერხულობისგან ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი, მესამე კლასელი ბავშვის რიტორიკით საუბრობთ. თქვენ სამშობლოს ღალატი რა გგონიათ?! ღალატი არის ეროვნული ინტერესის არ და ვერ დაცვა. როდესაც 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება ქართველი ხალხი და ამ ტრიბუნიდან კიდევ ლანძღავთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომლებთან ურთიერთობა წლების და თაობების მანძილზე არის ნაგროვები, წყალს ატანთ, რადგან პასუხისმგებლობა არ გაგაჩნიათ ქვეყნის წინაშე და მხოლოდ ერთი კაცის სამსახურში დგახართ, ეს არის ტრაგედია. რითაც თავს იწონებთ და ამბობთ, რომ შესაძლებლობების კარები ღია არის, ამ კარებში ოლიგარქი ივანიშვილი რომ არის გაჩხერილი, რა ვუყოთ?!“, – ასე მიმართა ეკა ხერხეულიძემ პრემიერ-მინისტრს სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close