პოლიტიკა

რას აპირებთ? – ხაზარაძე ხელისუფლებას მიმართავს

“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსეთში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება.

“ჩვენ ასე მოვიქცეოდით: 1.უშიშროების საბჭოს მოწვევა 2.საზღვრების შეზღუდვა/ჩაკეტვა 3.ვიზების შემოღება 4.მომზადება ქვეყნის გაერთიანებისთვის. თქვენ რას აპირებთ?” – მიმართავს ხაზარაძე მმართველ პარტიას.

შეგახსენებთ, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი“ როსტოვსა და რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში შევიდა. “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის მტკიცებით, კომპანიას დონის როსტოვის სამხედრო ობიექტები კონტროლზე აქვს აყვანილი.  დაკავებულია შტაბის შენობა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ჯარმა მიიღო საჭირო ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზაციის შესახებ. “ვინც მოღალატეობის გზას დაადგა, პასუხს აგებს!” – აღნიშნა პუტინმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close