სხვადასხვა

რას ამბობდა ზვიად გამსახურდია 1992 წლის 13 ივნისს გორში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას მიერ 1992 წლის 13 ივნისს გორში, თბილისში და სამაჩაბლოს რეგიონში დატრიალებული ტრაგიკული მოვლნების თაობაზე გაკეთებული განცხადება.
“1992 წლის 16 ივნისს დევნილობაში მყოფმა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტმა (1991-1993 წლები) ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიამ, 1992 წლის 13 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის დედაქალაქ თბილისში, ქალაქ გორსა და ცხინვალის რეგიონში (სამაჩაბლო) განვითარებული ტრაგიკული მოვლენების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის პრესასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შემდეგი განცხადებით მიმართა:
“დიდ აღშფოთებას გამოვთქვამ გორში მოწყობილი შეტაკებისა და თბილიში მომხდარი აფეთქების გამო. დასადგენია იყო თუ არა შემთხვევითი ამ ორი ფაქტის დამთხვევა. სულითა და გულით ვუთანაგრძნობ სამაჩაბლოში, გორში და თბილისში დაღუპულთა ოჯახებს. მჯერა რომ, მიუხედევად მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა, ქართული გვარდია კვლავ დაიცავ სამშობლოს საზღვრებს.” გაზეთი “აღდგომა” № 8 21 ივნისი 1992 წელი.
განცხადებას დავით არაბიძე აქვეყნებს.
ინფორმაციისთვის: 13 ივნისს, გორში, სატანკო ნაწილის ტერიტორიაზე მომხდარი შეტაკების შემდეგ რუსებმა ტანკები ქალაქში გამოიყვანეს და მანქანებს გადაუარეს, არადა, ტანკების ქართული მხარისთვის გადმოცემა ნაწილის მეთაურთან თითქოს შეთანხმებული იყო. ზურგში ესროლეს 13 წლის მოზარდს. იმ დღეს 9 ადგილობრივი დაიღუპა. ასევე დაიღუპა 19 ქართველი ჯარისკაცი. რუსების მხრიდან – 3.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close