სამართალი

პროკურატურამ ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა.

„ჩვენ მოცემულ საქმეზე ვითხოვთ ბადრი ესებუას მიმართ ფსიქიატრიული-სტაციონარული ექსპერტიზის ჩატარებას. ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ეს შეესაბამება სრულყოფილად საქმის გარემოებებისა და ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის პრინციპს. ჩადენილ დანაშაულის ხასიათის და საზოგადოების საშიშროებიდან გამომდინარე აუცილებელია გაირკვეს ბადრი ესებუას ფსიქიკური მდგომარეობა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს. ექსპერტიზის ჩატარების გარეშე კარგად მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული საკითხის გარკვევა შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დავალებული აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. აქედან გამომდინარე, ჩვენ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 181-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობთ, რომ ბადრი ესებუა ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებამდე 20 დღით მოთავსებული იქნეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. აუცილებელი და მნიშვნელოვანია დადგინდეს ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა. დანაშაულს ჩადენის მომენტში, სწორედ ამ მიზანს ემსახურება ექსპერტიზის დანიშვნა და შემდგომ მისი მოთავსება ამ სტაციონარულ დაწესებულებაში“, – განაცხადა პროკურორმა დიმიტრი ხვიტიამ.

„ეს დაუშვებელია. მე მინდა და ასე ჩავატარებ, ეს არ არის მართებული. ჩვენ ამ მოთხოვნას ვერ დავეთანხმებით“, – განაცხადა ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close