მსოფლიო

პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა… – პოდოლიაკი

პრიგოჟინმა პუტინი თითქმის გაანულა… პრიგოჟინმა პუტინი და სახელმწიფო დაამცირა და აჩვენა, რომ ძალადობაზე მონოპოლია აღარ არსებობს – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

“პრიგოჟინის ფენომენალური არჩევანი… თითქმის პუტინი გაანულე, ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები აიღე კონტროლის ქვეშ, მოსკოვამდე მიხვედი და უცებ… უკან იხევ. ვინაიდან ერთმა ძალიან სპეციფიკურმა შუამავალმა საეჭვო რეპუტაციით (ლუკაშენკომ) უსაფრთხოების გარანტიები მოგცა ადამიანისგან (პუტინისგან), რომელმაც დილით შენი განადგურების ბრძანება გასცა. და იმ შიშისთვის, რომელიც პუტინის ელიტამ განიცადა ბოლო 24-საათის განმავლობაში, შენ ბრძანება აუცილებლად იქნება შესრულებული…”, – წერს პოდოლიაკი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close