მსოფლიო

პრიგოჟინი ბელორუსში წავიდა (გაცილების კადრები)

ვაგნერელები როსტოვში სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბს ტოვებენ. გზები ისევ გადაკეტილია, თუმცა ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ვიდეო და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრიგოჟინის სამხედროები ნივთებს აგროვებენ და ქალაქიდან გასასვლელად ემზადებიან.

როგორც კრემლში ამბობენ, პრიგოჟინი ბელორუსში წავიდა. ამის სანაცვლოდ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე შეწყდა.

შეგახსენებთ, ევგენი პრიგოჟინმა ალექსანდრ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ, განაცხადა, რომ “რუსების სისხლს არ დაღვრის” და მოსკოვისკენ წინსვლა შეაჩერა. მისი თქმით, “ვაგენერელები” დისლოკაციის ადგილებს დაუბრუნდებიან.

როსტოვი იყო პირველი ქალაქი, სადაც “ვაგნერელები” შევიდნენ და ყველა სამხედრო ბაზა უბრძოლველად დაიკავეს.

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close