მსოფლიო

პორტუგალიაში შექმნეს ნიღაბი, რომელიც კორონავირუსს ანადგურებს

ლისაბონის მოლეკულური მედიცინის მკვლევარებმა შექმნეს დამცავი ნიღაბი, რომელსაც ეფექტურად შეუძლია კორონავირუსის განეიტრალება.

საუბარია წყალგაუმტარ ნიღაბზე, რომელიც ქსოვილის რამოდენიმე შრისაგან შედგება. ნიღბის საიდუმლოება სპეციალურ დამცავ საფარშია.

როგორც პორტუგალიელი ვირუსულოგები ხსნიან, ნიღაბს გააჩნია ინოვაციური დაფარვა, რომელიც ქსოვილთან კონტაქტისას ანეიტრალებს SARS-CoV-2 ვირუსს. აღსანიშნავია, რომ ვირუსოლოგების განცხადებით, ნიღაბი ანტივირუსულ თვისებებს ინარჩუნებს 50-ჯერ გარეცხვის შემდეგაც.

მეცნიერების თქმით, ნიღაბმა წარმატებით გაირა კვლევა. ტესტირებისას მეცნიერებმა მოახდინეს ნიღბის ქსოვილის ანალიზი, ვირუსის შემცველ ხსნართან კონტაქტის შემდეგ. შედეგად დაადგინეს, რომ ქსოვილთან შეხებაში მყოფი კორონავირუსის აქტივობა ერთი საათის შემდეგ, 99%-ით ქვეითდებოდა.

მკურნალი.ჯი

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close