სამართალი

პოლიციამ გაუჩინარებული გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლია

სამართალდამცველებმა გაუჩინარებული ეკონომისტის, რამაზ გერლიანის წერილსა და მობილურ ტელეფონს მიაკვლიეს – ორივე მათგანი ორგანიზაციის ოფისიდან ამოიღეს.

მობილურს, რომელიც მის სამუშაო მაგიდაზე იდო, მარკერით მიწერილი ჰქონდა პაროლი, რომლითაც პოლიციას გერლიანის ტელეფონის გახსნა შეუძლია.

რაც შეეხება წერილს, მოკლე წერილში რამაზ გერლიანი აცხადებს, რომ “ბევრი ითმინა” და “დაიღალა”. ასევე, მიმართავს შვილებს, რომ უყვარს, ღმერთს კი პატიებას სთხოვს.

გერლიანის ადგილსამყოფელი ისევ უცნობია. გაუჩინარებულ ანალიტიკოსს გომალურის უწყება ამ დრომდე ეძებს.

რამაზ გერლიანის და იხსენებს, რომ რომ ერთ-ერთი პოლიციელი, რომელიც გერლიანმა გაუჩინარებამდე Facebook პოსტში ამხილა, უკანონოდ იჭრებოდა მისი ძმის ოჯახში, სადაც მისი ყოფილი ცოლი და შვილები ცხოვრობენ და გერლიანზე ინფორმაციის მოპოვებას ცდილობდა, რის შემდეგაც 14 ნოემბერს მან პოლიციას მიმართა.

გუშინ გვიან ღამემდე საგამოძიებო მოქედებები მიმდინარეობდა ავჭალაში, სადაც გაუჩინარებული გაუჩინარებული კაცის კვალი ორი დღის წინ გაქრა.

შეგახსენებთ, რომ რამაზ გერლიანის ძებნა ოჯახმა 19 დეკემბრიდან დაიწყო. მისი მანქანა მიტოვებული ავჭალის პოლიციასთან ნახეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close