საზოგადოება

პირდაპირ ვამბობ, საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მსურს, არ მინდა და რა ვქნა – შოთა არველაძე

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ სურს.

„პირდაპირ ვამბობ, რომ საქართველოს ნაკრების ჩაბარება არ მინდა. ამას თავისი ახსნა გააჩნია – ნუ არ მინდა და რა ვქნა. ჩემს თავს არ ვჩივი, მაგრამ არ მინდა, რომ ჩემმა ახლობლებმა ინერვიულონ და გულები იხეთქონ. მარტამდე დიდი დროა და ფეხბურთის ფედერაციას აქვს დრო, რომ კანდიდატი კარგად შეარჩიოს“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ შოთა არველაძემ.

47 წლის ქართველი სპეციალისტის თქმით, მას ევროპაში იწვევენ:

„მიმაჩნია, რომ ტაშკენტის „ფახთაქორში“ გატარებულ 3 წელიწადში დიდი გამოცდილება შევიძინე და უკეთესი მწვრთნელი გავხდი. მინდა, რომ „ბარსელონამ“ დამიძახოს, მაგრამ არ მიწვევს. მქონდა მიწვევები ჰოლანდიასა და თურქეთში – თურქეთში სულ მიწვევენ. მაგრამ „ტრაბზონზე“ უარი იმიტომ ვთქვი, რომ იქ ვერ დალაგდნენ და სულ არეულობაა. გუშინ დამიკავშირდნენ პორტუგალიიდან, ესპანური გუნდებიც. ვნახოთ, რა იქნება, მალე გაირკვევა. თუმცა, შემოთავაზებისას ათასი წვრილმანია გასათვალისწინებელი“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close