საზოგადოება

გიგამ რომ გაიგო, და რომ იკრა ჯიბეზე ხელი… – რატომ „გაუვარდა“ გიგა ბოკერია „ვოლტის“ კურიერს?

„ტაბულას“დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინ ვოლტი გამოვიძახე.
მისამართი მაქვს უკანასკნელ დეტალებამდე ჩაშლილი და იქვე მაქვს მიწერილი თხოვნა, რომ არ დამირეკონ, იმიტომ რომ ამაზე მეტს ტელეფონში ვერაფერს ვეტყვი.
სადარბაზოს ინდიკატორად ნაგვის ურნები მქონდა.
კალაძემ ხომ რაღაც უძვირფასესები დაგვიყენა მიწისქვეშ და ადამიანური ურნები ეზოდან გაქრა.
მირეკავს ვოლტის კურიერი, ბოდიში რომ გირეკავ, მაგრამ – აბა ურნებიო?
ამოვიდა, მხიარულად შევხვდი და ავუხსენი, არ მიყვარს რომ მირეკავენ და ამიტომ მიწერია მასე დეტალურად მეთქი, რომ ვერ ვაგებინებ, ვღიზიანდები და ვეჩხუბები მეთქი, და მერე ვღიზიანდები, რომ გეჩხუბეთ და გემრიელად ვეღარ ვჭამ მეთქი.
მეო, ქალბატონო თამარო, მეო – მე ვერ დავიჯერებ, რომ თქვენ ვინმესთან ჩხუბი შეგიძლიათო – გამომიცხადა კურიერმა.
რანაირად არ დავაფასო?
p.s. დამავიწყდა, გიგამ გაიგო და რომ იკრა ჯიბეზე ხელი, შლეგივით გაუვარდა სადარბაზოში tip რომ მიეცა ჩემი ხარისხიანად დაცინვის გამო“ – წერს ჩერგოლეიშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close