პოლიტიკა

„პირადად ვიცნობ მაქსიმ შევჩენკოს, ის საქართველოზე შეყვარებული პოლიტიკოსია“

რუსი ჟურნალისტის, მაქსიმ შევჩენკოს საქართველოში ვიზიტს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება. პოლიტიკოსის თქმით, შევჩენკო საქართველოზე შეყვარებული ადამიანი და პუტინის დაუძინებელი მოწინააღმდეგე.

მე პირადად ვიცნობ მაქსიმ შევჩენკოს. ის პუტინის დაუძინებელი მოწინააღმდეგე და საქართველოზე დიდად შეყვარებული პოლიტიკოსია. ასეთი ხალხი მოსკოვშიც და ყველგან უნდა წავახალისოთ და გვერდით დავიყენოთ.

მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და რუსეთის უზარმაზარი ბაზრის დაბრუნება სამომავლოდ. ამიტომ ჩემი უდიდესი თხოვნაა ნუ გადავვარდებით რუსოფობიურ ისტერიკაში, ეს ვნების მეტს არაფერს მოგვიტანს.

შევჩენკოსნაირებს ჩვენ თვითონ უნდა ვიწვევდეთ და ვახალისებდეთ პროქართულ ლობს რუსეთის პოლიტიკურ ელიტაში. ესაა პრაგმატული გზა. ყვირილი და ღრიალი ვერასოდეს გაზაფხულს ვერ მოიყვანს, ამას შესაბამისი ამინდი სჭირდება.”– წერს შალვა ნათელაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close