საზოგადოება

“პენსია ჩარიცხვამდე” სერვისი გაუქმდა

პენსიის ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა. ლიბერთი ბანკმა “პენსია ჩარიცხვამდე” მომსახურება გააუქმა და ახლა, პენსიონერებს მხოლოდ ინდივიდუალურად შედგენილი გრაფიკით მოუწევთ კუთვნილი თანხის აღება.

“პენსია ჩარიცხვამდე” სერვისი გაუქმდა. ამის შესახებ ბანკის მხრიდან პენსიონერთა მობილურ ტელეფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაიგზავნა. აქამდე, 1 თვის პენსიის წინსწრებით სარგებლობა ხდებოდა და სწორედ ეს სერვისი გაუქმდა.

ახლა, თანხის წინასწარ აღება შესაძლებელი აღარ არის. თითოეული პენსიონერისთვის ინდივიდუალური თარიღია განსაზღვრული და სწორედ იმ თარიღში ჩარიცხვის შემდეგ იქნება მათი კუთვნილი თანხა ხელმისაწვდომი.” – აცხადებენ ლიბერთი ბანკში.

“პენსია ჩარიცხვამდე” – ლიბერთი ბანკის მიერ მომხმარებლისთვის სერვისის გაუმჯობესების და გამარტივების მიზნით შექმნილი პროდუქტი იყო, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევდა სახელმწიფოს მიერ საპენსიო/ სხვა სოციალური თანხის ჩარიცხვამდე ​კუთვნილი პენსია/სოციალური გასაცემელი წინასწარ მიეღო.

“პენსია ჩარიცხვამდე“ სერვისით სარგებლობა შეეძლო მხოლოდ სახელმწიფო პენსიის და სხვა სოციალური გასაცემლის მიმღებ პირს (გარდა დევნილთა და სოციალური შემწეობისა) ასაკის მიუხედავად, რომლის ყოველთვიური პენსია/სოციალური გასაცემელი განისაზღვრებოდა 45 ლარიდან 300 ლარამდე მოცულობით.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close