სამართალი

“დავფრინავდით სახლში.. თვალი სავარძელს თვითონ მივარტყი” – დავით კოდუას მეუღლემ ჩვენება შეცვალა

დავით კოდუას მეუღლეს თვალის არეში დაზიანება აქვს – ნათია გედევანიშვილი “კურიერთან” აცხადებს, რომ მან სავარძელს თვალი თავად მიარტყა.

ბიზნესმენის მეუღლე სამართალდამცავებისთვის მიცემულ ჩვენებას ცვლის და ამტკიცებს, რომ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ის შემაკავებელ ორდერს ითხოვს.

დავით კოდუას მეუღლე ასევე ამბობს, რომ მეუღლესთან კონფლიქტის დროს სახლში ორივე შვილი იმყოფებოდა, თუმცა ფაქტს მხოლოდ კატო კოდუა შეესწრო.

დავფრინავდით სახლში, ადგილი ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია, მაგიდა ავაყირავე,” – აცხადებს ნათია გედევანიშვილი.

ბიზნესმენი გვიან ღამით ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

რუსთავი 2
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close