საზოგადოება

პედაგოგების ინფიცირების გამო, გორში ოთხი სკოლა ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა

შიდა ქართლის კიდევ ოთხი სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.

ყველა მათგანი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.

არსებული ინფორმაციით, კორონავირუსული ინფექცია გორის მუნიციპალიტეტის მეოთხე, მეთორმეტე, სობისისა და ბეთლემის საჯარო სკოლებში გამოვლინდა.

როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, ინფიცირებულები საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგები არიან.

edu.aris.ge

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close