საზოგადოება

პატრიარქის კურთხევით, წმინდა მიწაზე ქართული კულტურის ცენტრი აშენდება – ღარიბაშვილი

დღეს ისტორიული მოვლენის მომსწრენი გავხდით – მაცხოვრის ნათლობის ადგილზე, მდინარე იორდანესთან, საქართველოს მიწის ნაკვეთი გადმოეცა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალირ ქსელ „ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, 300 წლის შემდეგ საქართველო წმინდა მიწაზე დაბრუნდა.

“პატრიარქის კურთხევით, აქ ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გადავუხადო იერუსალიმის პატრიარქ თეოფილუსს, იორდანიის არქიეპისკოპოსს ქრისტოფორუსს,
განსაკუთრებული მადლობა მის უდიდებულესობა იორდანიის მეფე აბდალა მეორესა და მისი უმაღლესობა პრინც ღაზის მიღებული გადაწყვეტილებისთვის”, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close