სხვადასხვა

ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი.

ხანძარი ზაჰესის ჰიდროელექტროსადგურზე ლიკვიდირებულია. ცეცხლი ტრანსფორმატორებს გაუჩნდა.  ზარალის დათვლა და ხანძრის გამომწვევი მიზეზების შესწავლა უკვე მიმდინარეობს.  ჰესის მახლობლად მცხოვრებ მოსახლეობაში ცეცხლი არ გავრცელებულა, თუმცა ხალხის ევაკუაცია პრევენციის მიზნით ღამით მაინც გახდა საჭირო.

“მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო 6 ტრანსფორმატორზე და არსებობდა მისი კიდევ უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გავრცელებული ხანძრის ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება სწრაფად მოხერხდა.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია უკვე სრულად ექვემდებარება კონტროლს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიაზე ხანძრის ნიშნები აღარ შეინიშნება. შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინ არის”, – წერს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ხანძრის ქრობის სამუშაოებში ჩართული იყო სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის 20 ჯგუფი.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close