პოლიტიკა

პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ “ნაცმოძრაობის” შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა – კობახიძე

„ისედაც ყველამ ვიცით, რომ ყოველგვარი ზღვარია წაშლილი ამ პოლიტიკურ პარტიასა და მის კუთვნილ ტელევიზიას შორის. თავადაც თქვა უდუმაშვილმა – ბრძოლის ველზე ვრჩები, არსად მივდივარო. თავად აღიარა, რომ არავითარი ზღვარი არ არსებობს „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ამ პარტიის კუთვნილ ტელევიზიებს შორის. პარლამენტში იქნები თუ ტელევიზიაში, ერთნაირად ხარ ამ პოლიტიკური პარტიის შემადგენელი ნაწილი და ეს უდუმაშვილმა აღიარა“, – ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, ზაალ უდუმაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და მედიაში ბრუნდება. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, მედიაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან, მისი შეფასებით, დღეს „დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება“. უდუმაშვილს არ დაუკონკრეტებია მედიასაშუალება, სადაც საქმიანობას გააგრძელებს, თუმცა აღნიშნა, რომ „ძალიან მალე ეთერში შევხვდებით“.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close