რეგიონები

ირაკლი კუპრაძემ ბათუმის საკრებულოს მანდატი დატოვა

მიუხედავად იმისა, რომ ვტოვებ ბათუმის საკრებულოში მანდატს, მზად ვარ და ხელმისაწვდომი ვარ ყველა ბათუმელისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში, რაც შემეძლო ან შემეძლება - კუპრაძე

პარტია ლელოს წევრი ირაკლი კუპრაძე ბათუმის საკრებულოში მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, ამ მოწვევის საკრებულოში თავის თავს ვერ ხედავს და მიაჩნია, რომ სხვა ფლანგზე ბრძოლით უფრო ეფექტური იქნება.

“მიუხედავად იმისა, რომ ვტოვებ ბათუმის საკრებულოში მანდატს, მზად ვარ და ხელმისაწვდომი ვარ ყველა ბათუმელისთვის იმ მხარდაჭერის ფარგლებში, რაც შემეძლო ან შემეძლება”, – თქვა კუპრაძემ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close