საზოგადოება

პარენტერალურ კვებას არ თანხმდება იმიტომ, რომ ყოველი კუთხიდან ესმის, რომ საავადმყოფოს ამის გამოცდილება არ აქვს – გიული ალასანია

გიული ალასანიას განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი პარენტერალურ კვებას არ თანხმდება, რადგან მას „ყოველი კუთხიდან“ ეუბნებიან, რომ კლინიკას მსგავსი გამოცდილება არ აქვს.

„ექიმების რეკომენდაციაა, რომ ჭამოს და კალორიები მიიღოს, მაგრამ ვერ იღებს, რა ვქნათ. სწორედ, ეს არის მისი ავადმყოფობა. პარენტერალურ კვებას არ თანხმდება იმიტომ, რომ ყოველი კუთხიდან ესმის, რომ საავადმყოფოს ამის გამოცდილება არ აქვს. იმით მოკვდება, თუ ამით მისთვის მნიშვნელობა უკვე არ აქვს.

მადლობა ღმერთს, პატიოსანი ექიმები გვყავს. ყველა ექსპერტი, ვინც იმ კონსილიუმში ჩართული იყო, ყველა ერთი და იმავეს ამბობს, ჩვენ გუშინაც მოვისმინეთ, რამდენიმე ექიმის სასამართლოს დარბაზში გამოსვლა, ყველას მინდა დიდი მადლობა ვუთხრა, რომ მათ პროფესიული კეთილსინდისიერება და ცოდნა აღმოაჩნდათ. ის დასკვნები მივიღეთ, რომელიც რეალობას შეესაბამება“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close