საზოგადოება

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI ავრცელებს.

  • კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? – გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ მოსალოდნელია, 76% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, დარჩენილი 4% კი ამბობს, რომ არ იცის.

ამავე კვლევის თანახმად, თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს. 

  • კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვალთ? [დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით] – ეროვნულ დონეზე 20% ამბობს, რომ ემიგრაცია მოსალოდნელია, 76 ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი და 4%-ის თქმით არ იციან.

კვლევა 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close