საზოგადოება

ოხანაშვილი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა და ახლა ამერიკის საელჩოში სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის! – ეკა ბესელია

ქმედებას ამძიმებს ის, რომ მყისიერი კი არ იყო რეაქცია, არამედ მოემზადა ოხანაშვილი ძალადობრივი თავდასხმისთვის.

პოლიტიკოსი, ეკა ბესელია ეხმაურება ამერიკის საელჩოში, ვატო წერეთელზე თავდასხმას და წერს:

“ქაოსია რასაც ახლა ვუყურებთ… ოხანაშვილი ხმის ამოღებას ვერ ბედავდა და ახლა ამერიკის საელჩოში სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის !

ძალადობა ქვია ამას სისხლის სამართლის კოდექსის ენაზე.

ქმედებას ამძიმებს ის, რომ მყისიერი კი არ იყო რეაქცია, არამედ მოემზადა ოხანაშვილი ძალადობრივი თავდასხმისთვის.

სასამართლოს გავლენიანი ჯგუფი ადიდგულებს მას და ფიქრობს რომ დაუსჯელი დარჩება …

საგამოძიებო მოქმედების დაწყებას ველოდები…

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close