Sliderსაზოგადოება

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ, მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი დამიჭირა ხელით, დამიწყო ქუჩური გარჩევები… – ვატო წერეთელი

ხელი მომიქნია, მერე სანამ აზრზე მოვედი  მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე... ელჩი იყო სავარაუდოდ 50 მეტრში ალბათ. ისე უცებ მოხდა ეს ერთი ხელი ჯერ, მერე მეორის. ჭიქა მესროლა...

ტვ პირველის მფლობელი ვატო წერეთელი აცხადებს, რომ მას აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე თავს ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი და სხვა დეპუტატები დაესხნენ.

გადაცემა რეაქციის ეთერში წერეთელმა თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ანრი ოხანაშვილი მას უყვიროდა და “საქმეს ურჩევდა”,  რის შემდეგაც ოცნების დეპუტატები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, სახეში ურტყამდნენ და წერეთლის თქმით, ერთ-ერთმა მათგანმა ჭიქაც ესროლა.

ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ამ დროს ელჩი დეგნანი შემთხვევიდან დაახლოებით 50 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა.

„ოხანაშვილი დაიძრა ჩემკენ. მოყვა ზარქუა, ოდიშარია, მგალობლიშვილი დამიჭირა ხელით, დამიწყო ქუჩური გარჩევები…

რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია, მერე სანამ აზრზე მოვედი  მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე… ელჩი იყო სავარაუდოდ 50 მეტრში ალბათ.

ისე უცებ მოხდა ეს ერთი ხელი ჯერ, მერე მეორის. ჭიქა მესროლა…ისე დავიბენი, ვერ მივხვდი რა ხდებოდა” – აცხადებს ვატო წერეთელი. 

ვატო წერეთელი აცხადებს, რომ ინციდენტის ტერიტორიაზე იყო კამერებიც. მან აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს მოუწოდა, რომ საელჩომ გაასაჯაროვოს კადრები, სადაც მის მიმართ ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close