პოლიტიკა

“ოცნებას” ყველაფერზე შეუძლია წასვლა! თავგზააბნეული, საღაზრდაკარგული ადამიანები სახიფათოები ხდებიან – უსუფაშვილი

საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ოცნებიდან“ მოდის , – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა   „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ აღნიშნა. მისი თქმით,  ქვეყანაში საფრთხე „უგუნური ხელისუფლებისგან“ მოდის.

„კი, საქართველოს ომის საფრთხე აქვს, მაგრამ ეს საფრთხე „ოცნებიდან“ მოდის. იმიტომ, რომ მათ საკუთარი ტყავის გადასარჩენად, მარტო კანონპროექტის ინიცირება არ შეუძლიათ. ამიტომ არის საჭირო სერიოზული მონიტორინგი, სამოქალაქო წრეებიდან, პოლიტიკური წრეებიდან და საერთაშორისო წრეებიდანაც. ყველაფერზე შეუძლიათ წასვლა! თავგზააბნეული ადამიანები, საღაზრდაკარგული ადამიანები, ამას ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აკეთებენ. ასეთი ადამიანები სახიფათოები ხდებიან. როცა ხიფათებზე ვსაუბრობთ, არ უნდა ვფიქრობდეთ იმას, რომ ვიღაცას რუსთაველზე ცემენ, ეს არ არის ერთადერთი შესაძლო ხიფათი. დღეს მსოფლიო არის სუპერ დაძაბულ ვითარებაში და ეს ჩვენ შემოგარენში ხდება. იურიდიულად ბევრი რამ ჩვენ შემოგარენში ხდება. აქ ჩვენ გვჭირდება ცივი გონებით და საღად მოაზროვნე ხელისუფლება. თუ რამე ხიფათი აქვს ამ ქვეყანას, ამ უგუნური ხელისუფლებისგან აქვს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close