სხვადასხვა

ოქროს გლობუსი: საუკეთესო კაც მსახიობად უილ სმიტი დასახლდა, საუკეთესო ქალ მსახიობად კი ნიკოლ კიდმანი

ფილმმა „ძაღლის ძალა“ „ოქროს გლობუსი“ კატეგორიაში „საუკეთესო დრამატული ფილმი“ მიიღო, მისი ავტორი, ახალზელანდიელი ჯეინ კემპიონი კი საუკეთესო რეჟისორი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, საუკეთესო კაც მსახიობად დრამატულ ფილმში უილ სმიტი დასახლდა („მეფე რიჩარდი“), საუკეთესო ქალ მსახიობად კი ნიკოლ კიდმანი („რიკარდოს როლში“). საუკეთესო მიუზიკლად სტივენ სპილბერგის „ვესტსაიდური ამბავი“ აღიარეს. საუკეთესო დრამატული სერიალი „მემკვიდრეები“ გახდა.

ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციის დაჯილდოების 79-ე ცერემონია ნომინანტების მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ის არც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა – ტელეკომპანია
NBC-მ ტრანსლაციაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც 2021 წლის თებერვალში დაჯილდოების ორგანიზატორები ჟიურიში შავკანიანი წევრების არარსებობის გამო გააკრიტიკეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close