სამართალი

ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია – ვაჟა სირაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აქცია დასრულდა და შეკრების მონაწილეები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას.

„ორი აქცია ჩატარდა და შესაბამისიდ, აქციის მონაწილეები მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოდ გავიდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან. ჩვენ ორივე მხარესთან გვქონდა საუბარი, აქცია დასრულებულია, პარლამენტის მიმდებარედ ადამიანები უსაფრთხოდ დატოვებენ ტერიტორიას. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ძალისმიერი მეთოდების გარეშე მშვიდ ვითარებაში დაარეგულიროს სიტუცია და ასეც არის, დამერწმუნეთ, ყველაფერი მშვიდობით დასრულდება“, – აღნიშნა ვაჟა სირაძემ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ  რუსთაველზე შეკრებილი აქციის მონაწილეებიკიდევ ერთხელ გააფრთხილა. ძალოვანმა უწყებამ კიდევ ერთხელ მოუწოდა აქციების ორგანიზატორებს და რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს კანონის დაცვისკენ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით მობილიზებული არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. ადგილზე მართლწესრიგის დასაცავად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს – შეკრებისა და გამოხატვის დროს დაიცვან კანონის მოთხოვნები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი,”- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close