სხვადასხვა

მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დავ­დი­ვარ მოს­კოვ­ში, პეტრბურ­გში, ყა­ზან­ში, ჩვენ აქ ქართველებთან ვიყავით – ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვში რესტორანში გამოსვლის შესახებ (ვიდეო)

ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ გუშინ, 23 ივნისს, მოსკოვში ქართველმა მომღერლებმა, სავარაუდოდ, ერთ-ერთ რესტორანში იმღერეს. ვიდეოებს სოციალურ ქსელში ავრცელებს ეკატერინე სტეფანოვა.

როგორც ვიდეოში ჩანს, საქართველოდან დაბადების დღის წვეულებაზე ჩავიდნენ: ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე, ხვიჩა მაღლაკელიძე და მიშო სულუხია. ადგილზე კი, სოსო პავლიაშვილი დახვდათ.

ქართველმა მომღერლებმა პავლიაშვილთან ერთად სიმღერა „სამშობლო“ ერთად შეასრულეს.

„მადლობა, რომ ჩვენ ყველა ერთად ქართულად ვმღერით! ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჩვენ ვიმარჯვებდით, ვიმარჯვებთ და გავიმარჯვებთ ყოველთვის”, – მიმართა რუსულ ენაზე პავლიაშვილმა შეკრებილ აუდიტორიას.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მუ­სი­კოს­მა და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ღა­მო მოს­კოვ­ში შედ­გა და მას ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ეს­წრე­ბოდ­ნენ,
თუმ­ცა მისი თქმით, ეს არ ყო­ფი­ლა კონ­ცერ­ტი, ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო, რო­მელ­ზეც ერთ-ერთი იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

მომღერალმა გამოცემას განუცხადა: მე რამე და­ვუ­შა­ვე ვინმეს, თუ ამ ჰა­ერს რა­ტომ ვსუნ­თქავ?
ხში­რად მაქვს მარ­თლა ურ­თი­ერ­თო­ბა აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან, არც მი­ნა­ხავს ახა­ლი არა­ფე­რი, სად­მე რამე და­ი­წე­რა? კი­დევ კარ­გი “სამ­შობ­ლოს“ ვმღე­რო­დით და არა “კა­ტი­უ­შას“. ღმერ­თმა მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ შინ და გა­რეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის, ჩვენ ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლად… მთე­ლი ცხოვ­რე­ბა
დავ­დი­ვარ მოს­კოვ­ში, პეტრბურ­გში, ყა­ზან­ში, და­ბეჭ­დი­ლა კი­დეც და ჩემი სუ­რა­თე­ბიც და­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა, მე მოვ­დი­ვარ ქარ­თვე­ლებ­თან… ჩვე­ნი გა­მოს­ვლის დრო გვქონ­და, მი­ვე­დით, გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე და წა­მო­ვე­დით სას­ტუმ­რო­ში.

 

http://

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close