საზოგადოება

ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? – ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი საზოგადოებას მიმართავს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს

„საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში დღითიდღე დრამატული ხდება. ჩახედული ვარ ჰოსპიტალური სექტორის პრობლემებში და ამ პირობებში ავადმყოფობისთვის საკუთარი თავის და სხვების გაწირვა ნამდვილი უგუნურობაა. იქნებ როგორღაც დავიჯეროთ, კოვიდი არ არის გრიპი. კოვიდი ნამდვილად რთული, მულტისისტემური დაავადებაა. ამ წუთებში, საქართველოს ჰოსპიტლებში, რამდენიმე ისეთი პაციენტი ებრძვის სიკვდილს, რომელთაც არანაირი რისკის ფაქტორები არ ჰქონდათ, ასაკითაც 40 წელს ქვემოთ არიან. უკვე გვყავს გარდაცვლილი ბავშვები. ნუთუ ეს მსხვერპლი საკმარისი არ არის? ყოველი გონიერი ქცევა რამდენიმე გადარჩენილი სიცოცხლეა. ნუთუ ადამიანის სიცოცხლეზე მეტია ქორწილებში ღრეობით მიღებული სიამოვნება?
ნუთუ ასე რთულია გავიგოთ, ამ წუთისთვის არ არსებობს კოვიდ-სპეციფიური მკურნალობა და ამიტომ გადარჩენის ერთადერთი საშუალება პრევენციაა. ანტივაქსერებო, ნუთუ არ გამძიმებთ იმ ადამიანების საცოდაობა, ვისაც უარი ათქმევინეთ კოვიდისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაზე, ვაქცინაზე?
სანამ დროა, იქნებ მეტად გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს. უპასუხისმგებლო საქციელის ფასი ადამიანების, მათ შორის ბავშვების სიცოცხლეა დღეს. იქნებ როგორღაც გავუსწოროთ თვალი ტრაგედიას, რაც ჩვენს ირგვლივ ტრიალებს…
აიცერით, დაიცავით დისტანცია, სწორად ატარეთ პირბადე, დაიცავით ჰიგიენის წესები, შეწყვიტეთ პრევენციის წესების უგულვებელყოფით გამართული დიდი თავყრილობები.
გამოიჩინეთ მეტი პასუხისმგებლობა, გთხოვთ“ – წერს ნანა გეგეჭკორი.
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close