მსოფლიო

ჯო ბაიდენი დიდ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტის შესახებ ალაპარაკდა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებზე მნიშვნელოვანმა კიბერთავდასხმამ დიდ სახელმწიფოსთან შეიარაღებული კონფლიქტი შეიძლება გამოიწვიოს.

„ვფიქრობ, მეტად სავარაუდოა, რომ თუ დიდ სახელმწიფოსთან რეალური შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ეს სერიოზული კიბერდარღვევის შედეგი იქნება“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის შტაბ-ბინაში სიტყვით გამოსვლისას..

16 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჟენევაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა გამოავლინა გარკვეული კიბერ-ინფრასტრუქტურა, რომელიც კიბერ-ომის საზღვრებს მიღმა რჩება და ის კიბერთავდასხმებისთვის დახურული იქნება.

„ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, „კოლონიურ მისლადენზე“ რუსი ჰაკერების ჯგუფის, „დარქსაიდის“ თავდასხის შემდეგ, ამერიკის ზოგიერთ შტატში, მოსახლეობამ პანიკურად დაიწყო საწვავის ყიდვა. ბევრ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ფასიც გაიზარდა. ერთ კვირაში მილსადენის სისტემამ, რომელიცყოველდღიურად სამხრეთ-აღმოსავლეთ შტატებს 2.5 მილიონ ბარელ ბენზინს, დიზელსა და თვითმფრინავების საწვავს აწვდის, მუშაობა აღადგინა. რუსი ჰაკერების ჯგუფმა კი განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ეკონომიკური სარგებლის მიღება სურდათ და არაფერი ჰქონდათ პოლიტიკასთან საერთო.

გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსის“ მიხედვით, ჰაკერების დაჯგუფებამ მათ ხელში არსებული ინფორმაციის „კოლონიური მილსადენის“ კომპანიისთვის დასაბრუნებლად 75 ბიტკოინი, დაახლოებით, 5 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღო. იყვნენ თუ არა ისინი დამოუკიდებელი ჰაკერების ჯგუფი, თუ მართლაც ჰქონდათ კავშირი რუსეთის ხელისუფლებასთან ეს დღემდე უცნობია. კიდევ ერთი კიბერთავდახმა ივნისში, კომპანია „მაიკროსოფტზე“ განხორციელდა. მაშინაც, ბრალდებულები რუსი ჰაკერები იყვენენ.
სულ ბოლო და სავარაუდოდ, ყველაზე მასშტაბური ონლაინ თავდასხმა 2 ივლისს განხორციელდა ამერიკულ კომპანია „კასეიაზე“. კომპანია, რომელსაც რუსი ჰაკერები თავს დაესხნენ, მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს და 40 000-მდე ორგანიზაციას ემსახურება.

კიბერ უსაფრთხოების ექსპერტი და „სილვერადოს პოლიტიკის აქსელეატორის“ აღმასრულებელი თავმჯდომარე დიმიტრი ალპეროვიჩი ამბობს, რომ გახშირებული და მასშტაბური კიბერთავდასხმები, ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მაისში, „კოლონიურ მილსადენზე“ თავდასხმის შემდეგ, 19 ივნისს, ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების სამიტი შედგა. ჟენევაში გამართულ ამ შეხვედრაზე, სადაც ბაიდენი ამერიკის პრეზიდენტის როლში პირველად შეხვდა პირისპირ პუტინს, აუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ჰაკერული თავდასხმები იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close