სამართალი

ნიგა გვარამია სუს-ში დაიბარეს

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელი ნიკა გვარამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ინფორმაციას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ადასტურებს. მისივე თქმით, საქმე სავარაუდოდ გიორგი გაბუნიას სავარაუდო მკვლელობას და იმ ფაქტს ეხება, რომ გვარამიამ ამის შესახებ რამდენიმე კვირის განმავლობაში იცოდა და სათანადო ორგანოებს არაფერი შეატყობინა.

„სავარაუდოდ ეს უკავშირდება ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რომ მისთვის ცნობილი იყო, რომ მზადდებოდა გიორგი გაბუნიას მკვლელობა გარკვეული პერიოდით ადრე. ვვარაუდობ, რომ ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით ექნებათ კითხვები სამართალდამცველებს“, – ამბობს საძაგლიშვილი.

გვარამია სუს-ში სავარაუდოდ 16:00 საათზე მივა.

წყარო

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close