პოლიტიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა – ვიოლა ფონ კრამონი

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 19 აპრილის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის პროცესიც კი არ დაიწყო და ამით „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება გაუადვილა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხდა.

სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ კრამონი აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ჯიმ რიშის განცხადებას აზიარებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ განცხადებას ეთანხმება.

„მართალია, სამწუხაროდ, ასევე მართალია უდიდესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართაც, რომელსაც 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერაც კი არ დაუწყია. მათ გაუადვილეს „ქართულ ოცნებას“ ხელმოწერის გაუქმება. კიდევ უფრო მართალია: ამ გადაწყვეტილებებით ყველაზე მეტად საქართველოს მოსახლეობა დაზარალდება“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის.

1 tv.ge

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close