სამართალი

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული არქიმანდრიტი 1500 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული 40 წლის არქიმანდრიტი ნერსე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ინფორმაციას  “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს და წერს, რომ სასულიერო პირს 1 500-ლარიანი გირაო შეეფარდა.

ბრალის წარდგენისა და სხდომის გამართვის შესახებ მედიისთვის ცნობილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, ღვთისმშობლის შობის ტაძრის წინამძღვარი ნარკოდანაშაულისთვის რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, ან გადაგზავნას გულისხმობს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close