სხვადასხვა

ნაკლები წითელი! – როგორ მოვიპოვოთ თეთრი ლითონის ხარის კეთილგანწყობა (ფოტო)

ხარი კეთილშობილი ცხოველია და მისგან მხოლოდ ისეთ ქმედებებს უნდა ველოდოთ, რომლებიც მის მტკიცე და პრინციპულ ბუნებას შეეფერება.

თეთრი ლითონის ხარი ფოლადის ნერვებით და რკინის ხასიათით გამოირჩევა. ის ნამდვილი მშრომელია. შესაბამისად, წლის სიმბოლო შრომისმოყვარე ადამიანებს დაეხმარება. ეს წელი დაოჯახებულ წყვილებს პირდება სტაბილურობას, ერთგულებას და ოჯახის ახალი წევრის გაჩენას. ხარს უყვარს ბავშვები, ამიტომ ის ძალიან ბედნიერი იქნება ოჯახის შევსებით!

новогодний декор своими руками

აღმოსავლურ კულტურაში თეთრი ფერი სიწმინდეს, უბიწოებას და სამართლიანობას განასახიერებს. კიდევ რისი ცოდნაა აუცილებელი 2021 წლის მთავარი სიმბოლოს შესახებ?

2021 წელს თეთრ ვირთხას თეთრი ხარი ჩაანაცვლებს. ეს დიადი საქმეებისა და მოვლენების წელი იქნება. ის საშუალებას მოგვცემს, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ის  აკეთოს, რაზეც დიდი ხანი ოცნებობს. ხარი მშვიდი და კეთილშობილი ცხოველია, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია სწრაფად და აგრესიულად იმოქმედოს. უმჯობესია, ხარი ასე არასოდეს გააბრაზოთ.

как украсить елку на новый 2021 бычка

როცა ლითონის ხარზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ლითონი ძალა, გამძლეობა და საიმედოობაა. ლითონის ხარი განსაკუთრებით აფასებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა მოთმინება, წესიერება და საკუთარი სიტყვის ფასი. ვისაც ზემოხსენებული თვისებები არ აქვს, ხარს შეუძლია რქებით გადათელოს!

как украсить елку на новый год 2021

ხარს მუშაობა უყვარს და პატივისცემით ეპყრობა ყველას, ვისაც იგივე თვისება აქვს. მშრომელი ხარი ყველას დაეხმარება, ვისაც მუშაობა სურს, ამიტომ 2021 წელი ხელსაყრელი დროა კარიერული წინსვლისთვის.

ამ წელს ოჯახის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ხელსაყრელი დროა ოჯახის შექმნის, გაძლიერების და გაფართოებისთვის.

ხარი ვერ იტანს ტრაბახს და ქედმაღლობას. ის მყარი ოჯახის და ტრადიციების მოყვარულია, ამიტომ  ჯობს 2021 წელს სახლში, ოჯახის  წევრების, ნათესავებისა და მეგობრების წრეში შეხვდეთ.

ხარს არ უყვარს კაშკაშა ფერები და ხელოვნური ნივთები. გახსოვდეთ, არავითარი წითელი ფერი ინტერიერის გაფორმებაში! ხარს ეს ფერი აცოფებს! ჩვენ კი მშვიდი და კეთილგანწყობილი წლის ნიშანი გვჭირდება.  სახლის გაფორმების ორი გზა არსებობს.

Угловой диван в центре комнаты

პირველი საზეიმოა, ქათქათა სუფრებით და გახამებული ხელსახოცებით. მისაღებია ოქროსფერი, ვერცხლისფერი და მწვანე დეტალები. ეს შეიძლება იყოს ხელსახოცები, სუფრის დეკორატიული დასაფენები და რა თქმა უნდა, სანთლები – სასურველია, ვერცხლისფერი.

სასურველია, წლის ნიშანს ლამაზი ინსტალაციის სახით, კომპლიმენტი გაუკეთოთ. ეს შეიძლება სუფრის ცენტრში ლამაზად დადგმული შვრიის ან ხორბლის კონა იყოს, ან მწვანე ბალახი ახალი ყვავილებით. ზოგადად, ეცადეთ. რომ ოთახში ბევრი მცენარე იყოს.

Букеты ручной работы. Ярмарка Мастеров - ручная работа. Купить Интерьерный  букет. Сноп из колосьев. Креативны… | Плетение соломы, Осенние украшения,  Осенние поделки

ბინის გაფორმების მეორე ვარიანტი ეკო სტილია. ამ შემთხვევაში ვიყენებთ დიდი რაოდენობით ბამბის ქსოვილს – სუფრა, ხელსახოცები, ბალიშები, სკამების გადასაფარებლები. შეიძლება თეფშების ნაწილი თივისგან გაკეთებულ ერთგვარ „ბუდეში“ მოათავსოთ, მთავარია ის სუფთად და ლამაზად გამოიყურებოდეს. შეგიძლიათ სუფრა მწვანე ლენტებით შეკრული ხორბლის კონებით, სტაფილოთოებით და პატარა გოგრებით დაამშვენოთ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close