სხვადასხვა

მხატვარი მიშა გოგრიჭიანი, 56 წლის ასაკში, გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის განცხადებით, 56 წლის ასაკში, გარდაიცვალა ქართველი მხატვარი მიშა გოგრიჭიანი.

,,საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მხატვრის, მიშა გოგრიჭიანის, გარდაცვალების გამო.

მიშა გოგრიჭიანი დაიბადა 1967 წელს. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, 1990-იანი წლების დასაწყისში, მისი ფერწერული ნამუშევრები გამოჩნდა ქართულ საგამოფენო დარბაზებში და დამთვალიერებელს თავი დაამახსოვრა მინიმალისტური ხელწერით. 1990-იანი წლების ბოლოს მხატვარი საცხოვრებლად გადავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც 90-იანი წლების საქართველო ამერიკულ ყოველდღიურობას „შეუზავა“ და შექმნა ნოსტალგიური ხასიათის სურათების რამდენიმე სერია.

საქართველოში დაბრუნებული მიშა გოგრიჭიანი თანამშრომლობდა „დედიკას გალერეასთან“, სადაც მისი ნამუშევრები ხშირად იყო გამოფენილი. 2010 წელს გაიხსნა მისი პირველი გამოფენა – „მამაჩემის მონადირე ძაღლები“.

ამას მოჰყვა გამოფენები: „ალპინისტის დღიური“ (2013), „სცადეთ კიდევ ერთხელ“ (2014), „პროცენტები“ არტისტერიუმის ფარგლებში (2015), „მხატვრის სახლი“ (2016), „კლასი/ბედნიერი ბავშვობა“ (2017 ), „თუ არ შეგიძლია ფრენა, ისწავლე ვარდნა“ (2018).

2019-2020 წლებში მიშა გოგრიჭიანი მონაწილეობდა „დედიკას გალერეაში“ მოწყობილ ჯგუფურ გამოფენებში სახელწოდებით „პერ ასპერა“ და „მიყვარს ყავა, მიყვარს ჩაი.“

გარდა ამისა, ხელოვანი აქტიურად მონაწილეობდა ედინბურგის, ვაშინგტონის, პარიზის, ლონდონისა და სხვა ქალაქების ჯგუფურსა თუ პერსონალურ გამოფენებში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close