საზოგადოება

მქონდა გამართლების მოლოდინი – ავთანდილ წერეთელი

მქონდა გამართლების მოლოდინი, – ამის შესახებ ბიზნესმენმა, ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ავთანდილ წერეთელმა ჟურნალისტებს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ განუცხადა.

„თურმე ვყოფილვარ თაღლითი, მომისაჯეს 7 წელი და ვინაიდან ხანდაზმულია ციხეში არ გამიშვეს. როგორ უნდა დამტკიცდეს დანაშაული… გასაჩივრდება ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს. უნდა იბრძოლო, მქონდა გამართლების მოლოდინი”, – განაცხადა ავთანდილ წერეთელი.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close