სამართალი

არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს, ეს მოსამართლემ დაადასტურა – ზვიად კორძაძე

არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ აქვს. ეს მოსამართლემ დაადასტურა, – განაცხადა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გამოცხადებული განაჩენის კომენტირებისას.

„დღევანდელი განაჩენი სახის შენარჩუნება იყო ბრალდების მხარისთვის. კიდევ უფრო უცნაურია ის, რომ პროკურატურას თვითონ თაღლითობასთან დაკავშირებით არაღძვრის დადგენილება აქვს გამოტანილი. უფრო უცნაურია ის, რომ საქმეში დაზარალებული არ არის. ეს განაჩენი ამ ფორმითაც კი ზემდგომ ინსტანციებში თავს ვერ დაიკავებს. ეს საბოლოო ჯამში გამართლებით დამთავრდება“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო, თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში სცნო დამნაშავედ. თითოეულ მათგანს 7 წლის ვადით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close