Sliderპოლიტიკა

მსოფლიო ვარსკვლავების საქართველოში კონცერტებისთვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი გამოიყოფა – ღარიბაშვილის გეგმა ტურიზმის განვითარებისათვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში საერთაშორისო დონის ვარსკვლავები ჩამოვლენ და კონცერტებს გამართავენ.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული პროექტისთვის 70 მილიონი ლარი გამოიყოფა.

„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ჩვენ გვაქვს გეგმა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში ჩამოვიყვანოთ მსოფლიო დონის ვარსკვლავები, არტისტები. ივნისში, ივლისში, აგვისტოსა და სექტემბრის დასაწყისში საქართველოში გაიმართება მსოფლიო დონის შემსრულებლების კონცერტები სტადიონებზეც და ასევე „ბლექ სი არენაზეც“. გამოვყოფთ 70 მილიონ ლარს, ჩვენ გვაქვს ამის შესაბამისი თანხები. მომდევნო ორ წელიწადში ეს პროექტი დაფინანსდება და, ვფიქრობ, დამატებით მოიზიდავს ტურისტებს. საინტერესო პროგრამა გამოგვივა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close