ეკონომიკა

ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე – ღარიბაშვილი

ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში 4,4% იყო, ახლა კი ეს ციფრი 3%-მდე დაიწევს.

„ჩვენ მიმდინარე წელს დამატებით ველოდებით 400 მილიონ ლარზე მეტს, ამის ფარგლებში, ჩვენ შევამცირებთ ბიუჯეტის დეფიციტს და ჩამოვიყვანთ 3,1%-მდე. შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი წლის დასაწყისში იყო 4,4% და ახლა ჩვენ ჩამოვწევთ დეფიციტს თითქმის 3%-მდე“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close