მსოფლიო

მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 14 მილიონს გადასცდა

პორტალ “corona scanner. com”-ის მთვლელი აფიქსირებს, რომ მსოფლიოში 14 მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებულია.

17 ივლისის 19:20 საათზე თბილისის დროით, პორტალ “corona scanner. com”-ის მთვლელმა დააფიქსირა, რომ მსოფლიოში უკვე 14 010 698 კოვიდინფიცირებულია.

 
 
ინფიცირებულთა შორის სრულად განკურნებულთა რაოდენობა არის 8 325 290 ანუ 59,42%.
 
დაინფიცირებულთა 36,34% ანუ 5 091 473 კაცი განაგრძობს მკურნალობას.
 
გარდაიცვალა 593 935 კაცი, დაინფიცირებულთა 4,24%.
 
შეგახსენებთ, რომ 13 008 272 კოვიდინფიცირებული აღნიშნული პორტალის მთვლელმა 13 ივლისს, თბილისის დროით 01:07 საათზე დააფიქსირა. 
აიპრესი
მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close