საზოგადოება

„მსგავსი რამ 50 წლის მანძილზე არ მომხდარა“ – „გედების ტბის“ ბინადრები ძაღლებმა დაგლიჯეს

ჭიათურაში, გედების ტბაში ძაღლებმა გედები დაგლიჯეს. შემთხვევა 16 ივნისს ღამით მოხდა. ტბაში სულ 7 გედი იყო. აქედან 6 დაიღუპა. ამ შემთხვევის შემდეგ მერიამ ტბის ბადით შემოსაზღვრა გადაწყვიტა.

“გედების ტბაზე” მომხდარ სავარაუდო ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს:

„50 წლის განმავლობაში, “გედების ტბაზე” მსგავსი რამ არ მომხდარა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს შეგნებულ ვანდალიზმთან, რასაც სამართალდამცველები დაადგენენ. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა უკვე დაიწყო.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია წუხს მომხდართან დაკავშირებით, მერის დავალებით, პროცესში ჩართულია მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახური. სიმართლის დასადგენად ყველაფერი გაკეთდება. დაშავებულ გედს კი, ვეტერინარი უკვე მეთვალყურეობს“,-აღნიშნულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის  ინფორმაციაში.

შეიძლება იყოს ჩიტი-(ი)ს გამოსახულება

შეიძლება იყოს goose-(ი)ს გამოსახულება

მეტი

მსგავსი სიახლეები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button
Close